მედია ანონსი
29 მარტი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
საქართველოში „ პირველი საკრედიტო კავშირი" დაფუძნდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 მარტი, 2011 წელი - საქართველოში „პირველი საკრედიტო კავშირი" დაფუძნდა. კავშირის პრეზენტაცია 29 მარტს, 19.00-ზე თბილისი მერიოტში შედგება .
საკრედიტო კავშირი არის წევრობაზე დაფუძნებული საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით იზიდავს დეპოზიტებს და გასცემს სესხებს . საკრედიტო კავშირის წევრობა , ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის არის შესაძლებელი.
„პირველი საკრედიტო კავშირის" ძირითად მიზანს თავისი წევრების, რომელიც იმავდროულად კავშირის აქციონერებს წარმოადგენენ, ფინანსურ სტაბილურობაზე ზრუნვა, პროცედურების მოქნილობა და გამჭირვალეობა წარმოადგენს.
საკრედიტო კავშირის უმთავრეს უპირატესობას ოპერაციების სიმარტივე, ანაბრის მიღების და სესხის გაცემის პროცედურების აბსოლუტური გამჭვირვალეობა , და რაც მთავარია, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში თითოეული წევრის მონაწილეობის შესაძლებლობა წარმოადგენს.
"პირველი საკრედიტო კავშირი" არის სხვა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პარტნიორი, მათ შორის არის უკრაინული საკრედიტო კავშირი, რომელიც ერთ ერთი წამყვანი ფინანსური დაწესებულებაა ყოფილი დე.სე.თე-ს სივრცეში.
„გამომდინარე საკრედიტო კავშირის ბუნებიდან, ჩვენ ძირითადად ვზრუნავთ ჩვენი წევრების მაქსიმალურ სარგებელზე. ბანკებისგან განსხვავებით, რომლის მიღებული მოგება ნაწილდება მხოლოდ მის აქციონერებზე ან დაფუძნებლებზე, საკრედიტო კავშირს აქვს საშუალება თავის წევრების, რომელიც ავტომატურად აქციონერები ხდებიან, მომავალი მოგების ნაწილი წინასწარ გადაანაწილოს შემოტანილ ანაბრებზე მაღალი სარგებლის დარიცხვის გზით. საკრედიტო კავშირის სარგებელი, ზოგჯერ 40 -50 % -ით, ხოლო ხშირ შემთხვევაში 75 %-ით მეტია საბანკო სარგებელზე. მაგალითად, დღეს წამყვანი ბანკების მიერ დეპოზიტზე გაცხადებული სარგებელი მაქსიმუმ 11.5 % შეადგენს, ხოლო საკრედიტო კავშირის მიერ დარიცხული სარგებელი 17 %-ია.‘' განაცხადა პირველი საკრედიტო კავშირის დირექტორმა გივი კორინთელმა .
კავშირის დაფუძნებას დაესწრებიან საფინანსო სფეროს წამყვანი , ბიზნესწრეების და მედიის წარმომადგენლები. გარდა ამისა, მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან საკრედიტო კავშირის არსებული 60 მდე წევრი
ინფორმაცია რედაქტორებისათვის :
დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საკრედიტო კავშირი მდგრადი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია
მსოფლიოს მასშტაბით საკრედიტო კავშირებს 200 მილიონი წევრი და 1,4 ტრილიონი აშშ დოლარის აქტივები აქვს
საკრედიტო კავშირის მსოფლიო გაერთიანების ინფორმაციით, მსოფლიოს 97 ქვეყანაში არსებობს საკრედიტო კავშირის პრაქტიკა.